16 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
იკერ კასილიასმა პორტუს ბოლო 15 წლის ანტირეკორდი დაამყარა

პორტუს მეკარემ, იკერ კასილიასმა, პორტუგალიური კლუბის ბოოლო 15 წლის ანტირეკორდი დაამყარა.

კასილიასმა 2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონატში 30 გოლი გაუშვა, რაც რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პორტუსთვის ყველაზე ცუდი შედეგია.

პორტუმ კი სეზონი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ ბენფიკას 15 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასი ევროპის ჩემპიონატზე მაინც მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, კაპიტანს კვლავ ენდობა.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები