მადრიდის რეალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა. ანჩელოტის განცხადებით, რონალდოსთვის ფული მნიშვნელოვანი არ არის, მას სურს, რომ საუკეთესო იყოს.
"ხანდახან რონალდო რეალის სამწვრთნელო ბაზაზე ღამის 3 საათამდეც რჩებოდა, რათა ყინულის აბაზანები მიეღო. ამ დროს კი სახლში ირინა შეიკი ელოდებოდა. რონალდოსთვის ფული მნიშვნელოვანი არ არის, მას უბრალოდ სურს, რომ საუკეთესო იყოს. მე დეტალებში შესვლას არ ვაპირებ, მაგრამ დაუჯერებელია, როგორ ახერხებს, კარიერა მოდელებზე და სხვა საგნებზე მაღლა დააყენოს," - განაცხადა იტალიელმა.
ანჩელოტი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად 2013-2015 წლები მუშაობდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ანჩელოტის და რონალდოს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და იტალიელის გათავისუფლების შემდეგ, სამეფო კლუბის ლიდერმა გუნდის ხელძღვანელობასთან პროტესტი ღიად დააფიქსირა.
წყარო: ft.com