საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმაარაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც 3:0 გაიმარჯვა.
ლევან ბაჯელიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ნათია ბაქრაძის დუბლით და ლანა გორგაძის ეფექტური გოლით დაამარცხა მეტოქე.
ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ტესტ-მატჩები დაასრულა. საქართველო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: GFF.ge