16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ნეიმარმა უარი თქვა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გამხდარიყო

Sport.es-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარმა ფრანგული პსჟ-ს შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.

პარიზელები მზად იყვნენ, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარსელონასთვის 190 მილიონი ევრო გადაეხადათ და თან ნეიმარი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ბარსელონასთან ახალ კონტრაქტზე უკვე მიაღწია შეთანხმებას და კატალონიურ კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

ხელშეკრულება ოფიციალურად უახლოეს მომავალში გაფომრდება.

ნეიმარი ბარსელონას ღირსებას 2013 წლიდან იცავს. 

 

წყარო: sport.es

დღის ამბები