მანუჩარ მარკოიშვილის დარუშაფაკა თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. დაშუშაფაკამ ეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი სტუმრად ბანვითს 86:73 მოუგო და საერთო ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
მარკოიშვილმა მოედანზე 24:50 წუთი გაატარა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
დარუშაფაკას მეტოქე ნახევარფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ეფესი იქნება.
წყარო: GBF