16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
კობი ბრაიანტმა აშშ-ის რეკორდი დაამყარა

espn-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონის წესით კობი ბრაიანტის სხვადასხვა ატრიბუტიკის თუ  სამახსოვრო სუვენირების გაყიდვა მიმდინარეობს. ამით კალათბურთელმა მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც აშშ-ის რეკორდია. აქამდე არც ერთი კალათბურთელის შემთხვევაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

რამდენიმე დღის წინ ლეიკერსის საშინაო არენაზე მდებარე პარკეტის ის ნაწილი გაიყიდა, სადაც ბრაიანტმა ბოლო მატჩის შემდეგ ავტოგრაფი დატოვა. პარკეტის მცირე მონაკვეთში 179.100 ათასი დოლარი გადაიხადეს.

ცოტა ხნის წინ კი პირსახოცი, რომლითაც ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მცველი კარიერის უკანასკნელ მატჩში სარგებლობდა, აუქციონზე 8365$-ად გაიყიდა.

ბრაიანტმა პროფესიონალურ დონეზე ბოლო შეხვედრა იუტას წინააღმდეგ ჩაატარა და  60 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.

 

წყარო: ESPN

 

დღის ამბები