16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
თბილისური ფინალის შეხსენება ესპანეთში - ბარსელონამ სევილია კვლავ დაამარცხა

ბარსელონამ მიმდინარე სეზონი ესპანეთის თასის მოგებით დაასრულა. ესპანეთის თასის ფინალში ბლაუგრანამ სევილია დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში 28-ედ მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა. 97-ე წუთზე ხორდი ალბამ ბარსელონა დააწინაურა, 120-ე წუთზე კი ნეიმარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

შეხვედრა ძალიან უხეში იყო, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან 3 ფეხბურთელი გააძევა და საბოლოო ჯამში 11 ყვითელი ბარათი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს მიერ მომზადებულმა გუნდმა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მოგებაც მოახერხა, სადაც მადრიდის რეალს 1 ქულით აჯობა.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები