არგენტინის ერთ-ერთ დაბალ საფეხბურთო ლიგაში 24 წლის მოთამაშე ტრაგიკულად დაიღუპა.
ვილა ელისას ფეხბურთელს, მიქაელ ფავრეს მატჩის დროს სახეში შემთხვევით მოწინააღმდეგის ფეხი მოხვდა, შემდეგ კი მას მეორე ფეხბურთელმა ხელი უბიძგა და ფავრე უგონო მდგომარეობაში, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.