ესპანეთის თასის ფინალური მატჩის 57-ე წუთზე ბარსელონას მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლუის სუარესი, ტრავმის გამო შეცვალეს და ურუგვაელმა ფეხბურთელმაც სათადარიგო სკამზე ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.
სუარესის დამშვიდებას თანაგუნდელები ცდილობდნენ, მაგრამ 29 წლის თავდამსხმელმა ძალიან განიცადა იძულებითი ცვლილება.
ბარსელონამ სევილია დამატებით დროში გატანილი გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა და 28-ედ მოიპოვა ესპანეთის თასი.
წყარო: mirror