"ლებრონ ჯეიმსის სიმულაცია, რომლის შემდეგაც ტორონტოს კალათბურთელებმა ტექნიკური ჯარიმა მიიღეს,"- სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა კლივლენდი-ტორონტოს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი.
მატჩის მეორე მეოთხედში კალათბურთელებს შორის მცირე კამათი მოხდა, რა დროსაც კლივლენდის ლიდერს, ლებრონ ჯეიმს, სახეში თანაგუნდელის ხელი მოხვდა. ჯეიმსმაც ეპიზოდი გააფორმა და მსაჯი შეცდომაში შეიყვანა. შედეგად, არბიტრმა ტორონტოს კალათბურთელებს ტექნიკური ჯარიმა მისცა.
შეხვედრა ტორონტოს გამარჯვებით 99:84 დასრულდა. სერიაში კი კლივლენდი 2:1 ამარცხებს მეტოქეს.
წყარო: Eurosport