16 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
გინესის ახალი რეკორდი - 45 გატანილი გოლი ერთ მატჩში

ეკვადორის რანგით მესამე საფეხბურთო დივიზიონში პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთისთვის უჩვეულო და ამავდროულად სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. პელილეომ ინდი ნეიტივს უმასპინძლა და მეტოქე 44:1 დაამარცხა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრას 300-მდე მაყურებელიც დაესწრო. მატჩის ბომბარდირი რონი მედინა გახდა, რომელმაც 18 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შედეგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

 

წყარო: 101greatgoals.com

 

 

დღის ამბები