მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის ახლა უკვე ყოფილი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის, გამოსათხოვარი განცხადება განთავსდა.
"ისეთ ბრწყინვალე კლუბში მუშაობა როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მოხარული ვარ, რომ ამბიციები დავიკმაყოფილე. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. კარიერის განმავლობაში ოცამდე ტიტული მაქვს მოპოვებული, მაგრამ ინგლისის თასი განსაკუთრებულია და ჩემ მეხსიერებაში ყველაზე დიდ ხანს დარჩება. ცოტა გაოცებული ვარ, რადგანაც მომზადებულ 3-წლიან გეგმას ბოლომდე ვერ განვახორციელებ. სასიამოვნოა, რომ ინგლისურ კულტურასაც გავეცანი. ეს ფანტასტიკური გამოცდილება იყო, რომელიც ნაწილობრივ მოლოდინებს დაემთხვა.
მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს და მომავალ სეზონში წარმატება ვუსურვო. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ძალიან გამიხარდა ახალგაზრდა ტალანტების წარმატებებიც. მათ საკუთარი შანსი გამოიყენეს და პირველ კლუბში ბრწყინვალედ იასპარეზეს.
აგრეთვე, მადლობა კლუბის მეპატრონეებს და ხელმძღვანელობას, რათა ამ დიდებული კლუბის მართვის საშუალება მომცეს. მადლობას ვუხდი "მანჩესტერის" ყველა ქომაგს, 25 წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თავი ასე კარგად არსად არ მიგრძვნია. და ბოლოს მადლობა სერ ალექს ფერგიუნსონს და ბობი ჩარლტონს, რომლებიც აქაურ გარემოსთან ადაპტაციაში ყველაზე მეტად დამეხმარნენ," - განაცხადა ვან გაალმა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარადგენენ მანჩესტერ იუნაიტედის ახალ მთავარ მწვრთნელად.