MasterCard-ის ახალ წამოწყებაში ჯანლუიჯი ბუფონმა მიიღო მონაწილეობა. იტალიელმა მეკარემ თავის ერთგულ გულშემატკივარს სიურპრიზი მოუწყო.
ბუფონმა მხარზე მხარდამჭერის გამოსახულებიანი დროებითი ტატუ გაიკეთა და თავის "საუკეთესო გულშემატკივარს" შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის მეკარემ იუვენტუსთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა.
წყარო: Eurosport