16 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
"მოურინიოსთან ერთად თავს ტერმინატორად ვგრძნობდი," - იბრაჰიმოვიჩი

შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჟოზე მოურინიოზე გააკეთა კომენტარი. ზლატანის თქმით, ის პორტუგალიელ მწვრთნელთან ერთად თავს ტერმინატორად გრძნობდა.

"მოურინიომ ჩემში ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რასაც სხვა მწვრთნელი ვერ შეძლებდა. როდესაც ვთამაშობდი თავი ტერმინატორი მეგონა. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ეს იგივეა იყო კატა და თავს გრძნობდე როგორც ლომი," - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

მოურინიო იბრაჰიმოვიჩის მწვრთნელი მილანის ინტერში იყო, თუმცა მომავალი სეზონიდან კვლავ დიდი შანსია ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთად მანჩესტერ იუნაიტედში იყვნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათში მოურინიო ოფიციალურად ჩაიბარებს იუნაიტედს და მისი პირველი ტრანსფერი სწორედ იბრაჰიმოვიჩი იქნება.

 

წყარო: BBC

დღის ამბები