აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. ტორონტომ კლივლენდს ზედიზედ მეორე შეხვედრა მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
ტორონტომ მეტოქე 99:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელები კაილი ლაური და დემარ დეროზანი გახდნენ, რომლებმაც ჯამში 67 ქულა მიითვალეს. კლივლენდის რიგებში კი ლებრონ ჯეიმსი გამოირჩეოდა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სერიის მეხუთე შეხვედრა 25 მაისს, კლივლენდის არენაზე გაიმართება.
წყარო: Eurosport