16 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
რონალდო თანახმაა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

Ok Diario-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ლიდერი, კრიშტიანო რონალდო, მზად არის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელის აგენტმა სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, უკვე ესაუბრა და მისი კლიენტის წინადადება გააცნო. რონალდო მზად არის რეალში 2020 წლამდე დარჩეს, მაგრამ მისი წლიური ხელფასი 17 მილიონიდან 20 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

რონალდოს რეალთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს კლუბის პრეზიდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

 

წყარო: Ok Diario

 

დღის ამბები