დღეს, მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გუნდის ვარჯიშზე სამეფო კლუბის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო პროცესი ნაადრევად დატოვა.
რონალდომ ტრავმა კლების მეორე მეკარესთან, კიკო კასილიასთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ფეხბურთელმა ამ დაზიანების გამო შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გამოტოვოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ფეხბურთელი გამოკვლევებს ჩაიტარებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს გასტანს მისი სარეაბილიტაციო კურსი.
თავად რონალდომ განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანება არ აქვს და ხვალ ან ზეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს გააგრძელებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება და მადრიდის რეალის მეტოქე თანაქალაქელი ატლეტიკო იქნება.
წყარო: 101greatgoals.com