სამხრეთ აფრიკაში წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ხუთმა ქართველმა ათლეტმა იასპარეზა.
17 წლის სიღნაღელმა ჯიმი ნანდოშვილმა 83 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2 რეკორდი დაამყარა. მან ჯერ 167.5 კილოგრამი ასწია, შემდეგ კი თავისივე რეკორდი გააუმჯობესა 172 კილოგრამი დაიმორჩილა და ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ამავე წონაში ლევან გილიგაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, 66 კილოგრამში ცოტნე ბეჟაშვილმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 93 კგ. კატეგორიაში ბრინჯაო დავით გაბელაიამ მოიპოვა.
სპორტის ამ სახეობაში ასეთი მაშტაბური წარმატებისთვის ქართველი სპორტსმენებს უკვე 23 წელია არ მიუღწევიათ.