საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მხარეს 2008 წლის ოლიმპიადის მონაწილე 14 სპორტსმენის სია გაუგზავნა, რომლებიც დოპინგის მიღებაში არიან მხილებულნი.
საინტერესოა, რომ მათგან ათმა პეკინში მედლების მოპოვება მოახერხა და ახლა საუბარი სწორედ ამ მედლების ჩამორთმევაზეა. აღნიშნულ ჩამონათვალში 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული მორბენალი, იულია ჩერმოშანსკაია, მოხვდა.
მის გარდა, არასპორტულ საქციელში კიდევ 13 სპორტსმენი ამხილეს; მარია აბაკუმოვა, დენის ალექსეევი, ეკატერინა ვოლკოვა, ტატიანა ფიროვა, ანასტასია კაპაჩინსკაია, ნადეჟდა ევსტუხინა, მარინა შაინოვა, დენის ნიჟეგოროდოვი, ანა ჩიჩეროვა, ინგა აბიტოვა, ალექსანდრ კორნილოვი, ალექსანდრ პოგორელოვი და ივან იუშკოვი.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე შეატყობინა რუსებს, რომ ამ სპორტსმენებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლებაც აღარ ექნებათ.