16 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ოკლაჰომამ გოლდენ სტეტი კვლავ დაამარცხა და სერიას დამაჯერებლად ლიდერობს

ოკლაჰომა სიტი NBA-ს ფლეი ოფის სერიაში უკვე 3:1 დაწინაურდა. ოკლაჰომამ საკუთარ პარკეტზე გოლდენ სტეიტი 118:94 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 36 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მასპინძელთა გამთამაშებელმა, რასელ ვესტბრუკმა მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, კევინ დურანტმა 26 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ოქროს შტატელებისგან 26 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩეოდა, სტეფან კარის ანგარიშზე კი 19 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასია.

მომდევნო მატჩი 27 მაისს, გოლდენ სტეიტის დარბაზში გაიმართება.

დღის ამბები