შვეიცარიის ქალაქ ასკონაში გერმანიის საფეხბურთო ნაკრები ჩავიდა, რათა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის სათანადოდ მოემზადოს.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გუნდის სანახავად, ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე უამრავი გულშემატკივარი და ჟურნალისტი შეიკრიბა.
კონტინენტის პირველობის დაწყებამდე გერმანელები 2 ამხანაგურ შეხვედრას სლოვაკეთთან და უნგრეთთან ჩაატარებ.12 ივნისს კი C ჯგუფის პირველ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.