საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ორი ლიცენზია შეემატა. რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია სამმაგ ხტომაში ლაშა თორღვაიძემ და ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანმა მოიპოვეს.
ლიცენზია ქართველმა სპორტსმენებმა ყაზახეთის ქალაქ ალმაატაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს. ორივე სპორტსმენი ალმაატის ტურნირის გამარჯვებული გახდა. ლაშა თორღვაიძის შედეგი 16 მეტრი და 87 სანტიმეტრია. ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვი - 20 მეტრსა და 54 სანტიმეტრზე გადააგდო.
საქართველოს მძლეოსანთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი სპორტსმენით წარსდგება, მანამდე ლიცენზია მარათონელმა დავით ხარაზიშვილმა და სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავამ მოიპოვეს.