16 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რომას გულშემატკივარს ნაპოლის მხარდამჭერის მკვლელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

რომას გულშემატკივარს, დანიელე დე სანტისს, იტალიის სასამართლომ ნაპოლის მხარდამჭერის მკვლელობის გამო, 26 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინციდენტი 2014 წლის 3 მაისს მოხდა. იტალიის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს ფიორენტინა და ნაპოლი დაუპირისპირდნენ, ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრები რომის ოლიმპიურ სტადიონს ტოვებდნენ. მხარდამჭერები აგრესიულად იქცეოდნენ და მეტოქე გუნდის ფანების მიმართ რასისტული ხასიათის გამონათქვამებს ამბობდნენ. ამ დროს კი ისინი რომას ულტრასებსაც დაუპირისპირდნენ.

დე სანტისმა თავისი პისტოლეტიდან რამდენიმეჯერ გაისროლა და ერთ–ერთი ტყვია ზურგში ნეაპოლური კლუბის ქომაგს, ჩირო ესპოზიტოს, მოხვდა. გამოძიების ცნობით კი ესპოზიტო საერთოდ არ მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში.

დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა 53 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სასამართლოზე დე სანტისმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ის დამნაშავედ სცნეს და 26 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები