16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"ფერნანდო ალონსოს მიერ გატანილი ჯარიმა, რომლითაც ბევრი მოქმედი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის"

ფორმულა 1-ის ესპანელმა პილოტმა, ფერნანდო ალონსომ, მონაკოს გრან-პრის წინ ტრადიციულ საფეხბურთო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ალონსომ საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. Eurosport-ის შეფასებით კი, ასეთი ჯარიმით ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის.

მატჩში ერთმანეთს ფორმულა 1-ის პილოტები და ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. ალონსო პილოტების გუნდის კაპიტანი იყო. ვეტარანების რიგებში კი ემანუელ პეტიმ და უილიამ გალასმაც ითამაშეს. ვეტერანი ვარსკვლავების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იყო. მატჩი მრბოლელების გამარჯვებით 3:1 დასრულა.

მონაკოს გრან-პრი 26 -დან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები