აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში კლივლენდიმა საკუთარ მოედანზე ტორონტოს უმასპინძლა და მეტოქე 38-ქულიანი სხვაობით 116:78 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელები კლივლენდის მოთამაშეები გახდნენ. კევინ ლავი 25 ქულა, კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი 23-23 ქულა მიითვალეს.
სერიაში კლივლენდი 3:2 დაწინაურდა. შემდეგი მატჩი კი ტორონტოში 28 მაისს გაიმართება.