ქუთაისის საკალათბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონია. გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც იმერლებმა თბილისის დინამო 5 ქულის სხვაობით, 76:71 დაამარცხეს და სერიაში 3:2 გაიმარჯვეს.
ფინალური მატჩი ემოციური, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, გამარჯვებულის ბედი უკანასკელ წუთებზე გაირკვა და ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ჩემპიონის სახელი ჩაიწერა - ქუთაისმა პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბექა ბექაური გახდა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.
ქუთაისმა ერთი წლის წინ წაგებული ფინალისთვის რევანში აიღო.
ავტორი: დავით ერაძე