NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა ოკლაჰომასთან ფლეი ოფის სერიაში სხვაობა შეამცირა. ოკლანდელებმა მეტოქე 120:11 დაამარცხეს, თუმცა სერიას მაინც ოკლაჰომა 3:2 ლიდერობს.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფან კარი გახდა, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. კლეი ტომპსონმა კი თავი 27 ქულით გამოიჩინა.
სერიის მეექვსე მატჩი 29 მაისს გაიმართება.