16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"ფინალში ზიდანის მხარეს ვიქნები" - მარკო მატერაცი

მარკო მატერაციმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გააკეთა კომენტარი. მატერაცის თქმით, ის ფინალში ზინედინ ზიდანის მხარეს იქნება.

"მე ზიდანის მხარეს ვიქნები. მე იმათ ვუჭერ მხარს, ვისაც ჩემთვის არაფერი წაურთმევიათ. როდესაც დიეგო სიმეონე ლაციოში თამაშობდა, მან მე სკუდეტო წამართვა.

ბენიტესი? ჰკითხეთ რეალის ფეხბურთელებს, რამდენად კარგი იყო რაფაელის დროს. ფინალში გასასვლელად გუნდს კარგი მოტივატორი სჭირდება. მოვიდა ზიდანი და აი, ხედავთ სად არის რეალი," - განაცხადა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანი და მარკო მატერაცი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ზიდანმა იტალიელს თავი ჩაარტყა, რის გამოც მან წითელი ბარათი მიიღო. ჩემპიონი კი იტალიის ნაკრები გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ერთმანეთს რეალი და ატლეტიკო შეხვედებიან. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

წყარო: football-espana.net

დღის ამბები