მადრიდის რეალმა თანაქალაქელი ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.
შეხვედრაში პირველი გოლი მე-15-ე წუთზე სერხიო რამოსმა გაიტანა. რეალს ანაგრიშის გასაზრდელად ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ გატანა ვერ მოახერხა. მატჩის მეორე ნახევრის პირველივე წუთზე სამეფო კლუბის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა გრიზმანმა ბურთი ხარიხას გაარტყა და რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ატლეტიკოს მაინც გაუმართლა, რადგანაც რონალდომ და ბეილმა პრაქტიკულად ცარიელ კარებში ვერ მოახერხეს გოლის გატანა და როხიბლანკომ მეტოქე კონტრშეტევაზე დასაჯა - 79-ე წუთზე კარასკომ გაათანაბრა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
კომპენსირებულ დროში ანაგარიში აღარ შეცვლილა და საფეხბურთო ლატარეაში მადრიდის რეალს გაუმართლა. სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა პენალტები ზუსტად შეასრულეს და მეტოქე 5:3 დაამარცხეს.