ერაყში ტერორისტებმა მადრიდის რეალის 12 გულშემატკივარი მოკლეს. ინციდენტი ბაღდადიდან 65 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბაკუბაში მოხდა.
ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 30 წლამდე მერყეობს. თავდასხმის შედეგად კიდევ 8 ადამიანი დაშავდა. ოთხი ტერორისტი ქალაქში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შევარდა, სადაც შეკრებილი ადამიანები უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას უყურებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა ერაყში, როდესაც ტერორისტები "რეალის" გულშემატკივრებს გაუსწორდნენ, 13 მაისს ბაღდადში მომხდარი ინციდენტის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა.
რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კი მეთერთმეტე თასის მოგება გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა.