16 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ალკმაარის გამარჯვებით დასრულდა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ჰოლანდიის ალკმაარის გამარჯვებით დასრულდა.

დინამო არენაზე გამართულ ფინალში სტუმრებმა თბილისის დინამო 2:0 დაამარცხეს. გოლები ჯასტინ დე ჰაასმა და ჯონ დე ბურმა გაიტანეს. მესამე ადგილისთვის თურქეთის ტრაბზონმა თბილისის ლოკომოტივი 4:0 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ალკმაარის ფეხბურთელი ჯოი იაკობსი დაასახელეს. საუკეთესო ბომბარდირი კი დინამოს თავდამსხმელი, თამაზ ბაბუნაძე გახდა.

დარასელიას თასის გათამასებაში 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობდა.

 

ფოტო: დინამოს Facebok-ის გვერდი.

დღის ამბები