საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, გაფართოვებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიც გამოიძახა.
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ახალი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებში ის კალათბურთელები გამოიძახეს, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ - ნიკოლოზ ცქიტიშვილი, გიორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება;
ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ანატოლი ბოისა, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი გამყრელიძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შარაბიძე, ბესიკ ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, გიგი გოგობერიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბექაური.
ამ შემადგენლობით საქართველო ამხანაგურ მატჩებს ბელორუსის და რუსეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ასევე, 12-14 აგვისტოს თბილისის ტურნირი ჩატარდება, სადაც ეროვნული გუნდის მეტოქეები რუსეთი, უკრაინა და ჰოლანდია იქნებიან.
წყარო: GBF.ge