16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
3X3 საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა. ქართველებმა პირველი მატჩი თურქეთს მოუგეს, ხოლო შემდეგ ანდორაც დაამარცხეს და არგენტინასთან ერთად ჯგუფის ლიდერები არიან.

დავით აფხაზავას, ნიკა დარბაიძის, გიორგი კორსანტიასა და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან თანაბარი მატჩის ბოლოს დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და 15:11 დაამარცხა მეტოქე. ანდორასთან კი ეროვნულმა გუნდმა მინიმალური სხვაობით 4:3 გაიმარჯვა.

3 ივნისს კი საქართველოს ნაკრები 2 მატჩს გამართავს. ქართველი კალათბურთელები ჯერ ჩინეთს, შემდეგი კი არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ტურნირი ყაზახეთში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 20 ნაკრები იღებს.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები