16 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
იკერ კასილიასს სოციალურ ქსელში რასიზმის ბრალდებით აკრიტიკებენ

ესპანეთის ნაკრების და პორტუს მეკარეს, იკერ კასილიასს, სოციალურ ქსელში რასიზმის ბრალდებით აკრიტიკებენ.

კასილიასმა პორტუში თავის თანაგუნდელ, სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს, სუკ ჰუან-ჯუნს, Instagram-ში დადებულ სურათზე შემდეგი კომენტარი დაუტოვა: "გაახილე თვალები". თავად კორეელმა კი უპასუხა - "უკვე გახელილი მაქვს, მეგობარო".

ამის შემდეგ კი კასილიასს სოციალური ქსელის მომხმარებლები რასიზმის ბრალდებით აკრიტიკებენ და მეკარის კომენტარს ხუმრობად არ მიიჩნევენ, თუმცა თავად სუკ ჰუან-ჯუნმა სან იკერის სიტყვები სერიოზულად არ აღიქვა.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი პორტუს 2015 წელს მადრიდის რეალიდან შეუერთდა და კლუბის ბოლო 15 წლის ანტირეკორდიც დაამყარა - ესპანელმა ჩატარებულ 30 შეხვედრაში 28 გოლი გაუშვა.

 

წყარო: 101greatgoals.com

 

 

 

 

დღის ამბები