ინსბრუკის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა შექმნეს სტატისტიკური მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა გულშემატკივრებმა ევრო 2016-ის მატჩების შედეგები გამოითვალონ.
წინასწარი პროგნოზის თანახმად, კონტინენტის პირველობის მოგების ყველაზე დიდი შანსი საფრანგეთს და გერმანიას აქვს. ამ მოდელის გამოთვლებით ფრანგების ჩემპიონობის ალბათობა ყველაზე მეტს - 21.5 %-ს შეადგენს. გერმანელების შანსი 20.1 %-ია. ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს კი 13.7 %-ი მიაკუთვნეს. მომდევნო პოზიციებს ინგლისი და ბელგია იკავებს.
მათემატიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალში ერთად მოხვედრის ყველაზე მეტი შანსი საფრანგეთს და გერმანელიას აქვს და ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
ამ სტატისტიკურმა მოდელმა უკვე დაამტკიცა თავისი სანდოობა და მაღალი ალბათობა მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ჩემპიონატებზე.