16 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა 2 მეტრიდან გოლის გატანა ვერ მოახერხა

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების და ლივერპულის თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ, ფინეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა.

ამ ეპიზოდის დროს ბელგიელები საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა რომელუ ლუკაკუმ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. უცხოური მედიის შეფასებით კი ამ მომენტის შემდეგ ბენტეკემ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

ბელგიის ნაკრები, რომელიც FIFA-ს რეიტინგის ლიდერია, საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტადაც სახელდება.

 

წყარო: 101greatgoals.com

 

დღის ამბები