მანჩესტერ სიტიმ დორტმუნდის ბორუსიასგან ილქაი გუნდოგანი შეიძინა. 25 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტიმ ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ბონუსების სახით შესაძლოა თანხა კიდევ გაიზარდოს.
"მიხარია, რომ სიტის პირველი ტრანსფერი ვარ ამ ზაფხულს. ძალიან მსურდა პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობა და როდესაც გავიგე მათი ინტერესის შესახებ გადაწყვეტილებაზე ბევრი აღარ მიფიქრია. მადლობას ვუხდი ბორუსიას და მას გულშემატკივრებს იმ შესანიშნავი წლებისთვის, რაც იქ გავატარე," - განაცხადა გუნდოგანმა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იქნება.
წყარო: mcfc.co.uk