16 ნოემბერი 2024,   14:03
ვრცლად
საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად რუმინეთთან მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქესთან დიდი ანაგარიშით - 5:1 დამარცხდა.

შეხვედის მესამე წუთზე საქართველო უკვე 2:0 აგებდა. ჯერ შეცდომა ლაშა დვალმა დაუშვა და ანდრიან პოპას ცარიელ კარში გაატანინა, შემდეგ ამისულაშვილმა ავტოგოლი გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში რუმინელებმა ძირითადად ქართველი ფეხბურთელების შეცდომის წყალობით, კიდევ 3 ბურთი გაიტანეს. საქართველოს მხრიდან კი პრესტიჟის გოლი ლევან მჭედლიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით 3 მატჩი ჩაატარა. საუკუთარ კარში 9 გოლი გაუშვა, ხოლო თავად 3 ბურთის გატანა მოახერხა.

ეროვნული გუნდის შემდეგი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება.

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

დღის ამბები