16 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი გარდაიცვალა
მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფენიქსის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ჰოსპიტალიზირებული. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
ლეგანდარული მოკრივეს მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე იყო შეერთებული. გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედს ჰალუცინაციები აწუხებდა, ასევე დაქვეითებული ჰქონდა კანზე მგრძნობელობა და ხშირად კარგავდა გონებას.
 
1984 წლიდან მოყოლებული მუჰამედ ალი პარკინსონით იყო დაავადებული. ბოლო წლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იმყოფებოდა სავაადმყოფოში. სამწუხაროდ, ამჯერად მისი გადარჩენის მორიგი ცდა ტრაგიკულად დამთავრდა.
 
თავისი კარიერის განმავლობაში ლეგენდარულ მოკრივეს 61 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 56 მოიგო, 37 ნოკდაუნით. 1999 წელს ალი "საუკუნის სპორტსმენად" დაასახელეს.
 
შეგახსენებთ, რომ კასიუს კლეიმ ისლამის მიღების შემდეგ სახელი გამოიცვალა და მუჰამედ ალი დაირქვა. იგი 1960 წელს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო.

 

დღის ამბები