Skysport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმებს.
წყაროს ცნობით, იუნაიტედის ახალი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სხვა თავდამსხმელის დამატებას გამორიცხავს და მისი გეგმები მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს უკავშირდება.
34 წლის ზლატანი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. გასულ სეზონი შვედმა თავდამსხმელმა პსჟ-ში გაატარა და საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.
წყარო: Skysport