16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
3X3 კალათბურთის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფში გავიდა

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 3X3 კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.

საქართველომ საწყისი 3 მატჩის მოგება მოახერხა. ქართველი კალათბურთელები მხოლოდ არგენტინასთან დამარცხდნენ და ფლეი ოფში ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც დავით აფხაზავა, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი კორსანტია და ნიკა დარბაიძე ასპარეზობენ, 5 ივნისს მეოთხედფინალურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები