The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლესტერის თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი ლონდონის არსენალში გადავიდა. წყაროს ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ 24 საათში დადასტურდება.
გარიგების სავარაუდო თანხად 23 მილიონი ევრო სახელდება, თავად ფეხბურთელი კვირაში 120 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს. ლესტერში კი ვარდის ანაზღაურება კვირაში 80.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
აღნიშნული ინფორმაცია კლაუდიო რანიერიმც დაადასტურა.
"ვარდი არსენალში? დიახ, ეს სიმართლეა", - განაცხადა იტალიელმა.
ჯეიმი ვარდი ლესტერის შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა. 29 წლის თავდამსხმელმა ჩატარებულ 36 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა.