მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალი 32 წლის განმავლობაში ებრძოდა პარკინსონის დაავადებას და გუშინ ამერიკის ერთ-ერთ სავადმყოფოში ლეგენდამ სიცოცხლე დაასრულა.
მისი ნამდვილი სახელი და გვარი კასიუს კლეია, თუმცა ისლამის მიღების შემდეგ სახელი გამოიცვალა და მუჰამედ ალი დაირქვა.
ლეგენდარულ მოკრივეს კარიერის განმავლობაში 61 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 56 მოიგო, მათ შორის 37 ნოკაუტით.
გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელიც ალის 10 საუკეთესო ნოკდაუნით მოგებულ ბრძოლას ასახავს.
ვიდეო: Youtube