ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი FIFA-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს. არტურ მიქვაბია აპირებს ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას განაცხადი გადაუგზავნოს.
მიქვაბიას თქმით, მსგავსი პრეცედენტი კოსოვოსა და გიბლარტარის სახით FIFA-ს ისტორიაში უკვე არსებობს.
თვითგამოცხადებული პრემიერი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება.