ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სან-მარინოს დაუპირისპირდა.
ხორვატებმა მეტოქე 10 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი იუვენტუსის თავდამსხმელმა, მარიო მანჯუკიჩმა შეასრულა, რომელსაც არც ისე კარგი სეზონი ჰქონდა. Eurosport-ის შეფასებით კი სან-მარინოს ნაკრები იმდენად სუსტია, რომ მანჯუკიჩმაც კი შეძლო მათ კარში 3 ბურთის გატანა.
ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ხორვატიის ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ჩეხეთი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი ევრო 2016-ზე.
წყარო: Eurosport