ჩეხეთის ერთ-ერთ დაბალ დივიზიონში მსოფლიოს ახალი რეკორდი დამყარდა. ბატოვ 1930-ს და ფრიშტაკის შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებმა 52 თერთმეტმეტრიანი შეასრულეს და ნამიბიაში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს, სადაც გუნდებმა 48 პენალტი დაარტყეს.
"სიმართლე გითხრათ მე-20 დარტყმის შემდეგ სახლში მინდოდა წასვლა, რადგანაც სტუმრები მელოდებოდნენ და ბარბიქიუ უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, სტადიონის დატოვება გადავიფიქრე," - განაცხადა ფრიშტაკის პრეზიდენტმა, ვრატისლავ რუდოლფმა.
თერთმეტმეტრიანების სერია 38 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ გამარჯვება ბატოვ 1930-მა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 22:21 დაამარცხა.
წყარო: Eurosport