თორნიკე შენგელიას ლაბორალ კუჩა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში ბარსელონასთან მეორედ 68:73 დამარცხდა და ფინალში გასვლის შანსი შეიმცირა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 8:36 წუთი გაატარა და 2 ქულა, 1 მოხსნა მიითვალა. ბუნებრივია, ტრავმის მოშუშების შემდეგ შენგელია ფორმაში არ არის და მცირე სათამაშო დრო ეძლევა.
სერიის მომდევნო მატჩი 8 ივნისს გაიმართება.