16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
გოლდენ სტეიტმა კლივლენდი დიდი ანგარიშით დაამარცხა

NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩიც გოლდენ სტეიტმა მოიგო. ოკლენდელებმა კლივლენდ კავალიერსი 110:77 დაამარცხეს და საერთო ანგარიშში 2:0 დაწინაურდნენ.

გოლდენ სტეიტის ფორვარდმა, დრაიმონდ გრინმა ყველაზე მეტი 28 ქულა დააგროვა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი 7-ჯერ მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სტეფან კარიმ 18 ქულა და 9 მოხსნა მოიპოვა, კლეი ტომპსონმა კი 17 ქულა.

მეტოქეთაგან 19 ქულით, 8 მოხსნითა და 9 გადაცემით თავი ლებრონ ჯეიმსმა გამოიჩინა.

გუნდების მომდევნო მატჩები 8 და 10 ივნისს კვლავ ოქროს შტატელების დარბაზში გაიმართება.

დღის ამბები