მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სერბმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსის ტურნირი. სერბმა ფინალში ენდი მარეი 3:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.
ჯოკოვიჩი 2011 წლიდან ცდილობს საფრანგეთის დიდი სლემის მოგებას, სამჯერ ფინალში გავიდა, მაგრამ 2-ჯერ ნადალთად და ერთხელ ვავრინკასთან დამარცხდა.
ჯოკოვიჩმა კარიერაში 64-ე ტიტული და მე-12 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. როლან გაროსის მოგებით კი 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.