დღეს, ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს უმასპინძლებს.
ვლადიმირ ვაისის მიერ მომზადებულმა გუნდმა წინა სამატჩო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ ხეტაფეს სათადარიგო მოედანზე ჩაატარა. საქართველოს ნაკრები ესპანეთში 23 კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ესპანეთთან მატჩით ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპულ შეკრებას დაასრულებს.
ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების ხეტაფეს სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.